ირანში ანტისამთავრობო გამოსვლებზე სულ მცირე 57 ადამიანი დაიღუპა
სულ მცირე 57 ადამიანი დაიღუპა ირანის მასშტაბით მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების დროს, რომლებსაც ბიძგი მისცა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა - იუწყება უფლებადამცველი ჯგუფი.
როგორც ირანის ადამიანის უფლებების ორგანიზაციამ 25 სექტემბერს განაცხადა, იმის გამო, რომ მთავრობა ირანში ინტერნეტს ახშობს, რთულია დემონსტრანტების სიკვდილის შესახებ ბევრი ცნობის დადასტურება. ოფიციალური მონაცემებით, მსხვერპლის რაოდენობა 41 ადამიანია.
ანტისამთავრობო გამოსვლები ირანში, მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ, 10 ღამეა გრძელდება. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ის გულის შეტევით გარდაიცვალა, მაგრამ ქალის ნათესავები და უფლებადამცველი ჯგუფები ამას უარყოფენ - ამბობენ, რომ ქალი სრულიად ჯანმრთელი იყო და მას პოლიციაში სცემეს.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
