ირანში გამართულ საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა
ირანში, ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 36 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ხელისუფლება, თავის მხრივ, აცხადებს, რომ დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის უსაფრთხოების ხუთი თანამშრომელი.
დაშავდა ასობით პირი.
ირანში საპროტესტო აქციებმა იფეთქა 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილის გამო. მაჰსა ამინი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააკავა და სცემა. ერთი კვირის შემდეგ საპროტესტო აქციებმა ირანის ოცდაათზე მეტი ქალაქი მოიცვა, მათ შორის - ქვეყნის დედაქალაქი თეირანი.
ათასობით ირანელი განაგრძობს პროტესტს პოლიციის ძალადობისა და, უფრო ფართოდ, განსხვავებული აზრის ჩასახშობად ირანის ხელისუფლების სასტიკი ბრძოლის წინააღმდეგ.
დემონსტრაციების პირველ დღეებში ქალებმა ჰიჯაბები დახიეს, ზოგი საჯაროდ დაწვეს და პროტესტის ნიშნად თმებიც შეიჭრეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი დემონსტრანტებმა დაიწყეს ქვეყნის ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის წინააღმდეგ მიმართული ლოზუნგების სკანდირება: "სიკვდილი დიქტატორს!" და " ხამენეი დაემხობა!"
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
