''კონტრშეტევა ადასტურებს, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია'' - ოლექსი რეზნიკოვი
უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის შეფასებით, ხარკოვის ოლქში უკრაინის არმიის კონტრშეტევა მოსალოდნელზე უფრო წარმატებული იყო.
გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში რეზნიკოვმა „უკრაინის ბლიცკრიგი“ შეადარა ფერდობიდან დაშვებულ თოვლის გუნდას და თქვა, რომ ეს იყო რუსეთისთვის ყველაზე დიდი მარცხი უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინელი სამხედროების კონტრშეტევამ აჩვენა, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია. ამასთან, რეზნიკოვი არ გამორიცხავს, რუსეთის სამხედრო ძალები შეტევაზე ისევ გადავლენ, ამიტომ, აუცილებელია გათავისუფლებული ტერიტორიების დაცვა და კონტროლი.
უკრაინის არმიამ სექტემბრის პირველი დღეებიდან დაიწყო კონტრშეტევა ხარკოვის ოლქში, რუსეთის მიერ კონტროლირებულ რაიონებში. 11 სექტემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ გათავისუფლებულია 3000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. უკრაინამ ნახევარი წლის წინ დაკარგული კონტროლი დაიბრუნა სხვადასხვა, მათ შორის, იზიუმის და ბალაკლეის რაიონებზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 10 სექტემბერს დაადასტურა ბალაკლეის და იზიუმის რაიონებიდან ჯარების გაყვანა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, რასაც ოფიციალურად უწოდა "გადაჯგუფება" დონეცკის მიმართულებით "ძალისხმევის გასაძლიერებლად".
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
