"ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ ძალაში შედის გეგმა, კოდური სახელწოდებით „ლონდონის ხიდი“
ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ ძალაში შედის გეგმა, კოდური სახელწოდებით „ლონდონის ხიდი“, – ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.
გეგმა სპეციალურად არის შედგენილი მონარქის გარდაცვალების შემთხვევისთვის.
როგორც „გარდიანი“ აღნიშნავს, უახლოეს ხანში გაერთიანებულ სამეფოსა და იმ ქვეყნებში, რომელთა მეთაურიც დედოფალი იყო, გამოცხადდება ათდღიანი გლოვა.
დედოფლის დაკრძალვის დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ცერემონიალის გეგმას მეფე დაამტკიცებს.
ტრადიციის მიხედვით, დედოფლის გარდაცვალების შესახებ ცნობას გამოაკრავენ ბუკინგემის სასახლის ჭიშკარზე.
სამეფო რეზიდენცია სტუმრებისთვის დაიხურება.
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში, შოტლანდიაში გარდაიცვალა.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
