ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 49 050 ჯარისკაცია ლიკვიდირებული
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 49 050 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 350 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.
მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტების კუთვნილი კიდევ 25 ტანკი, 37 ჯავშანმანქანა, 8 საარტილერიო სისტემა და სხვა სახის აღჭურვილობა გაანადგურეს. მტრის საერთო დანაკარგი კი მოიცავს: 2034 ტანკს, 4403 ჯავშანმანქანას, 1134 საარტილერიო სისტემას, 293 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 153 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 235 თვითმფრინავს, 205 ვერტმფრენს, 3268 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 864 უპილოტო საფრენ აპარატს, 105 ერთეულ სპეცტექნიკას, 203 ფრთოსან რაკეტას.
სიახლეები
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- ,,ევროპა ძალიან ცუდი მიმართულებით მიდის"- დონალდ ტრამპი
- 10-ზე მეტი აფეთქება ნახევარ საათში – სუმი რუსული დრონების მასიური თავდასხმის ქვეშაა
- იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა
- ,,ზოგმა საჩუქრად მიიღო დამოუკიდებლობა – ჩვენ ამისთვის ვიბრძოლეთ"-შალვა პაპუაშვილი
