"არ მგონია, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების აკრძალვა იმ გადაწყვეტილებებს შორის იყოს, რომელიც ვითარების შესაბამისია"
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო იმედოვნებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეები კონცენტრირებული იქნებიან გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მშვიდობას უზრუნველყოფს და არ იქნება არანაირი წინადადებები, რომლებიც ომის ესკალაციას გამოიწვევს.
მისივე თქმით, უნგრეთი უკრაინის მეზობელი ქვეყანაა და მასზე ომის ყველა ტრაგიკული გავლენა აისახება.
„ჩვენ უკრაინის მეზობელი ქვეყანა ვართ და ომის ყველა ტრაგიკული გავლენა ჩვენზე სერიოზულად აისახება. უკრაინიდან ერთ მილიონზე მეტი დევნილი მივიღეთ, ჩვენი ქვეყნისთვის უდიდეს და უპრეცედენტო ჰუმანიტარულ საკითხზე გვიწევს ზრუნვა. ჩვენზე გავლენას ახდენს ეკონომიკური ცვლილებები და გვირტყამს ენერგეტიკის უკიდურესად გაზრდილი ფასებიც. ასე რომ, ჩვენი სურვილი მარტივად გამოითქმის, ერთ სიტყვაში – მშვიდობა. ამიტომ იმედი მაქვს, ახლა როდესაც შეხვედრის ოთახში შევალთ, კონცენტრირებული ვიქნებით გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მშვიდობას უზრუნველყოფს და არ იქნება არანაირი წინადადებები, რომლებიც ომის ესკალაციას გამოიწვევს. მშვიდობა ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
პიტერ სიიარტომ კითხვის საპასუხოდ ასევე კომენტარი გააკეთა საკითხზე, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების აკრძალვას ეხება.
„რაც შეეხება კითხვას, არ მგონია, ვიზების აკრძალვა იმ გადაწყვეტილებებს შორის იყოს, რომელიც ამ სიტუაციისთვის შესაბამისია“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
სიახლეები
- "ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა, რასაც ევროკომისიის ობიექტური კვლევა აჩვენებს, მაგრამ ფოტიგები, კუბილიუსები, „რაისა - კომუნისტკები“ საქართველოს ამუნათებენ, რატომ?"
- "ისე როგორ მოხდა, რომ ძირითადად „ჯენზის“ მოწამვლის გასაპროტესტებლად, „ჯენზი“ თითქმის არ მივიდა" - მიხეილ სააკაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 დეკემბრისთვის
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
