"უნდა ვივარაუდოთ, რომ უკრაინას მეგობრებისგან ახალი მძიმე იარაღი მომავალ ზაფხულსაც დასჭირდება"
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი, შესაძლოა, „წლების განმავლობაში გაგრძელდეს“.
„სამწუხაროდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ ზაფხულს უკრაინას ახალი მძიმე იარაღი ჯერ კიდევ დასჭირდება თავისი მეგობრებისგან“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია უკრაინას იქამდე დაეხმარება, სანამ საჭირო იქნება.
„უკრაინა იცავს ჩვენს თავისუფლებასაც, ჩვენს მშვიდობასაც. ჩვენ მათ ვუწევთ როგორც ფინანსურ, ასევე სამხედრო დახმარებას და ამას გავაკეთებთ იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება. წერტილი!“ - აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.
მან ყირიმის ნახევარკუნძულზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მსოფლიო არასდროს აღიარებს მის ანექსიას.
„ყირიმი უკრაინას ეკუთვნის. მსოფლიო არასოდეს აღიარებს 2014 წლის ანექსიას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონს“, - აღნიშნა მან.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
