"რუსეთი თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება, მაგრამ უკრაინა თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება"
რუსეთი თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება, მაგრამ უკრაინა თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საფრანგეთში, სოფელ ტაიზეში ქრისტიანული ეკუმენური თემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
სიტყვით გამოსვლისას ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი შეიქმნა მშვიდობის დასამყარებლად და მიმდინარე წელს, უკრაინაში კრემლის ომის ფონზე, ევროკავშირმა უნდა აღასრულოს მისი დამფუძნებლების მისწრაფებები, იტვირთოს ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენის მისია.
„რუსეთი თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება, მაგრამ უკრაინა თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება. ასე რომ, დღეს მშვიდობისთვის დგომა ნიშნავს უკრაინელ ხალხთან დგომას. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი დემოკრატიისთვის, თვითგამორკვევისთვის, ადამიანის ღირსების პატივისცემისთვის. უკრაინელები იბრძვიან გადარჩენისთვის, მაგრამ ასევე ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ბოროტება არ იტყვის საბოლოო სიტყვას უკრაინაში“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, როგორც უკრაინელები, ისე სხვა ხალხები ევროკავშირის მახლობლად აცხადებენ, რომ მათ უნდათ ცვლილებები და თავიანთ მომავალს ევროკავშირში ხედავენ.
„ჩვენი მეზობლები – უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ – გვეუბნებიან, რომ მათ სურთ ცვლილება. მათ უნდათ მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლება, მეტი პერსპექტივა. ერთი სიტყვით, მათ უნდათ მეტი ევროპა. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი კავშირი უნდა იყოს ყველა ევროპული ქვეყნის სახლი, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს. ჩვენი ევროპული ღირებულებების ოჯახი აყვავდება და კარგ ურთიერთობაში იქნება მეზობლებთან. მხოლოდ ასე შეგვიძლია, მოვახდინოთ ჩვენი დამფუძნებლების მისწრაფების რეალიზება მშვიდობისა და შერიგებისკენ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
სიახლეები
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"
- "მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ" - მეუფე შიო
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც"