ლიეტუვამ რუსეთთან საზღვრის დაცვა გააძლიერა
ლიეტუვამ რუსეთთან საზღვრის დაცვა გააძლიერა. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, აგნე ბილოტაიტემ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, რუსეთთან, კერძოდ, კალინინგრადის ოლქთან ქვეყნის საზღვაო და სახმელეთო საზღვრები გაძლიერებული დაცვის რეჟიმზე გადავიდა.
„შეიარაღებული კალინინგრადი ახლოს არის, მეზობლების მხრიდანაც არის მუქარა, ამიტომ ჩვენ ვიმყოფებით მზადყოფნის მაღალ რეჟიმზე და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი მესაზღვრეების უზრუნველყოფას. ახლახან განახლებული სარადარო სისტემა კიდევ უფრო სწრაფ რეაგირებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა.
მან აღნიშნა, რომ ლიეტუვისთვის მნიშვნელოვანია კლაიპედას პორტის დაცვა, რადგან აქ განთავსებულია გათხევადებული ბუნებრივი აირის ტერმინალი და სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები.
ასევე, მინისტრის თქმით, კლაიპედას ადმინისტრაციამ მოამზადა 38 თავშესაფარი, რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, რომლებიც ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით ხუთი პროცენტის შეფარებას შეძლებს.
სიახლეები
- იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა
- ,,ზოგმა საჩუქრად მიიღო დამოუკიდებლობა – ჩვენ ამისთვის ვიბრძოლეთ"-შალვა პაპუაშვილი
- ,,ალეკო ელისაშვილმა თავად აღიარა ქმედება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია და თუ არ უნდა, ამას ასე დაარქვას, მისი პრობლემაა"- შალვა პაპუაშვილი
- რა უნდა გააკეთოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა ახალ წლამდე
- ფოთში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა
