''ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე გამიზნულად თუ მოხდება თავდასხმა, რაც რადიაციის გაჟონვას გამოიწვევს, აღქმული უნდა იყოს როგორც თავდასხმა ნატო-ს წევრ სახელმწიფოზე''
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, ტობიას ელვუდი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თუ გამიზნულად მოხდება თავდასხმა, რაც რადიაციის გაჟონვას გამოიწვევს, ეს აღქმული უნდა იყოს როგორც თავდასხმა ნატო-ს წევრ სახელმწიფოზე და ორგანიზაციის მეხუთე მუხლი უნდა ამოქმედდეს.
„მოდით ეს ახლავე გავარკვიოთ. ნებისმიერი განზრახ დაზიანება, რაც გამოიწვევს რადიაციის გაჟონვას უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე, იქნება ნატო-ს მეხუთე მუხლის დარღვევა“, – წერს ტობიას ელვუდი და მას მხარს უჭერს ამერიკელი კონგრესმენი ადამ კიზინგერიც.
როგორც ადამ კინზინგერმა აღნიშნა, ნებისმიერი გაჟონვა შეიწირავს ხალხს ნატო-ს წევრ ქვეყნებში.
„ეს 100 % – ით ასეა. არც კი განიხილება. ნებისმიერი გაჟონვა შეიწირავს ხალხს ნატოს წევრ ქვეყნებში. ეს ავტომატურად ნიშნავს მეხუთე მუხლის ამოქმედებას“, – წერს კიზინგერი.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
