რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის ხუთი ბანკი რუსული გადახდის სისტემა „მირის“ შემოღებას გეგმავს
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის ხუთი ბანკი რუსული გადახდის სისტემა „მირის“ შემოღებას გეგმავს. მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა სოჭში, რუსეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა.
ერდოღანის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდა და მათი მიზანი ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის 100 მილიარდ დოლარამდე გაზრდაა. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობების გაღრმავების, მათ შორის რუსული რუბლით ვაჭრობის შესახებ. მისი თქმით, ეროვნულ ვალუტებში ვაჭრობა ორივე ქვეყნისთვის იქნება მომგებიანი ფინანსურად.
„ჩვენ პუტინთან შევთანხმდით რუბლზე. ასევე არის რუსეთის გადახდის სისტემა „მირი“. ამჟამად ჩვენი ხუთი ბანკი მუშაობს ამაზე. აქაც მნიშვნელოვანი წინსვლაა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კომფორტული პროცესია რუსეთიდან ჩამოსული ტურისტებისთვის. ამით ისინი შეძლებენ საყიდლებზე სიარულს და სასტუმროს ხარჯების გადახდას“, – განაცხადა ერდოღანმა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
