მაიმუნის ყვავილის გამო აშშ-ის ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო, ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც დამატებითი ფინანსების მობილიზების შესაძლებლობას მისცემს. მანამდე საგანგებო სიტუაცია გამოცხადებული იყო მხოლოდ რამდენიმე შტატში, მათ შორის, ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში.
აშშ-ში მაიმუნის ყვავილით დაავადების პირველი შემთხვევა მაისში გამოავლინეს. დღემდე ვირუსი დაუდასტურდა 7 ათასამდე ადამიანს.
ვირუსული დაავადების, მაიმუნის ყვავილის გავრცელების ენდემურ ზონად ბოლო დრომდე ითვლებოდა აფრიკის ცენტრალური და დასავლეთ ნაწილი. ბოლო თვეებში დაავადება გავრცელდა სხვა კონტინენტებზეც, ძირითადად, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში.
2022 წლის ივლისში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის აფეთქება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.
სიახლეები
- ,,2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია"– საია
- ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება
- ,,ტრამპი დასავლეთში ერთადერთია, ვისაც უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზები ესმის"- სერგეი ლავროვი
- ,,უკრაინაში აშშ-ის მიერ კონტროლირებადი არჩევნები მარიონეტული სპექტაკლი იქნება"- მარია ზახაროვა
- საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 697 ათასი ადამიანია
