უკრაინა აშშ-ისგან კიდევ 550 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს
აშშ უკრაინას გაუწევს დამატებით 550 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ახალი პაკეტი მოიცავს საშუალებებს, რომლებსაც უკრაინელები ეფექტურად იყენებენ საკუთარი ქვეყნის დასცავად. მათ შორისაა 75 ათასი, 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვი და დამატებითი საბრძოლო მასალები მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემისთვის(HIMARS).
პენტაგონის ინფორმაციით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას უკვე გაუწია საერთო ჯამში, დაახლოებით 8.8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ ესმის, რა საფრთხეა რუსეთი ცივილიზებული მსოფლიოსთვის. ზელენსკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უკრაინას გამარჯვებასთან აახლოებს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
