უკრაინის არმიაში აცხადებენ, რომ ხერსონის ოლქის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობა აცხადებს, რომ რუსი სამხედროებისგან გაათავისუფლეს ხერსონის ოლქის სოფელი ანდრიივკა.
ოპერატიული სარდლობის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ ამ და კიდევ ორი ახლომდებარე სოფლის რაიონში განახორციელა 4 შეტევა და გაანადგურა მოწინააღმდეგის 4 საყრდენი პუნქტი.
სარდლობის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა ანდრიივკაში პოზიციები საიმედოდ გაიმყარეს. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
