''აგრესორი უნდა დამარცხდეს - სწორედ ამიტომ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს განდევნონ რუსები თავისი ქვეყნიდან'' - ლიზ ტრასი
გაერთიანებული სამეფო გაზრდის დახმარებას უკრაინისთვის რუსეთის მიერ განხორციელებული ყოველი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლიზ ტრასმა სახელმწიფოების პირველი პირების მეუღლეების მეორე საერთაშორისო სამიტზე ონლაინ გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ უკვე გამოვყავით 4 მილიარდ ფუნტზე მეტი სხვადასხვა სახის დახმარებისთვის და ვმუშაობთ ერთობლივად G7-ის პარტნიორებთან, რათა შემოვიღოთ რუსეთის წინააღმდეგ მეტად ძლიერი სანქციები, გავზარდოთ კოლექტიური წნეხი ომის პუტინისტურ მანქანაზე და გავზარდოთ კოლექტიური დახმარება უკრაინისთვის“, - განაცხადა ლიზ ტრასმა.
მისი თქმით, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებათა რაოდენობა იზრდება. ამასთან, ბრიტანეთის პირველი დიპლომატის თქმით, ახლა რუსეთი სურსათს ომის ელემენტად იყენებს.
„აგრესორი უნდა დამარცხდეს. სწორედ ამიტომ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს განდევნონ რუსები თავისი ქვეყნიდან. დიდი ბრიტანეთი მას უწევს სხვადასხვა სახის სამხედრო დახმარებას ჯავშანმანქანებიდან დაწყებული უპილოტო საფრენი აპარატებით დამთავრებული, ჩვენ ვეხმარებით უკრაინელი სამხედროების მომზადებაში ბრიტანეთის ტერიტორიაზე, შემოვიღეთ სანქციები ათასზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ და ასზე მეტი საწარმოს წინააღმდეგ. ეს მკაცრი მოქმედებები მიმართულია პრეზიდენტ ზელენსკის გაძლიერებისკენ. არავინ არ შეიძლება თავი უსაფრთხოდ იგრძნოს იქამდე, ვიდრე რუსეთი უკან არ დაიხევს, ჩვენ ხომ არ შეიძლება დავუშვათ მსგავსი აგრესია მომავალშიც. სწორედ ამისკენ იქნება მიმართული გაერთიანებული სამეფოს მუშაობა“, - განაცხადა ლიზ ტრასმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
