''რუსებმა სლავიანსკი კვლავ დაბომბეს - არიან დაჭრილები''
რუსეთის ჯარებმა საღამოს სლავიანსკი დაბომბეს, - ამის შესახებ დონეცკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ 22 ივლისს განაცხადა.
"რუსებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ქალაქის საცხოვრებელი ადგილები. ამჟამად, ჩვენ ვიცით, რომ დაიჭრა მინიმუმ სამი ადამიანი, დაზიანებულია ექვსი ხუთსართულიანი შენობა და რამდენიმე კერძო სახლი", – წერს კირილენკო თავის ტელეგრამში.
დონეცკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინასწარი მონაცემებით, რუსმა სამხედროებმა კასეტური ბომბები დაუშინეს ქალაქის შემოგარენს.
სიახლეები
- ფოთში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა
- პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- 8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
