ევროკავშირმა შეზღუდვები 57 ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეშვიდე პაკეტით ევროკავშირმა შეზღუდვები 57 ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა.
სანქცირებულ ფიზიკურ პირებს შორის არიან მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი ადამ დელიხმანოვი, კემეროვის ოლქის გუბერნატორი სერგეი ცივილევი, ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელოუსოვი, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე სერგეი კოროლიოვი, რუსეთის ეროვნული გვარდიის ჯარების მთავარსარდალი ვიქტორ სტრიგუნოვი, ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა, მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი და მსახიობი ვლადიმირ მაშკოვი.
გარდა ამისა სასანქციო სიაში მოხვდნენ ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას ნათესავები.
ორგანიზაციებს შორის სანქციების ქვეშ აღმოჩნდა „სბერბანკი“,სამეცნიერო-საწარმოო ასოციაცია "კვანტი", სრულიად რუსული სამხედრო-პატრიოტული საზოგადოებრივი მოძრაობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის.
სანქციები ასევე დაწესდა პუტინის მომხრე ბაიკერთა კლუბ Night Wolves-ის წინააღმდეგ, რომელიც ყირიმის ანექსიის შემდეგ ევროპაში რუსულ პროპაგანდას ავრცელებს.
სანქციები მოიცავს ევროკავშირში შესვლის აკრძალვას და აქტივების გაყინვას.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
