რუსეთს, უკრაინას, თურქეთსა და გაეროს შორის მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმება მიღწეულია
რუსეთს, უკრაინას, თურქეთსა და გაეროს ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების შედეგად მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმება იქნა მიღწეული.
როგორც მედია წერს, საუბარია მილიონობით ტონა უკრაინულ მარცვლეულზე, რომელიც რუსეთის საზღვაო ბლოკადის ფონზე, შავი ზღვის პორტებშია ჩარჩენილი.
თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აკარმას განცხადებით, მოლაპარაკებების შედეგად, მარშრუტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე შეთანხმება იქნა მიღწეული.
მისივე თქმით, შეთანხმებას ხელი მომავალ კვირას მოეწერება, როდესაც ყველა მხარე კვლავ ერთმანეთს შეხვდება.
ამასთან, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა დასძინა, რომ ყველა მხარე ნავსადგურებში მარცვლეულის შემოწმების ერთობლივ კონტროლზე შეთანხმდა.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
