"რუსული ძალების შემდეგი სამიზნე სლავიანსკი და ბახმუტი იქნება"
რუსული ძალების შემდეგი სამიზნე დონეცკის ქალაქები - სლავიანსკი და ბახმუტი იქნება, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა.
„ლუგანსკის რეგიონის დაკარგვა მტკივნეულია, რადგან ეს არის უკრაინის ტერიტორია. ამასთან, მათთვის ნომერ პირველი სამიზნე დონეცკის რეგიონია. სლავიანსკი და ბახმუტი თავდასხმის ქვეშ მოექცევიან - ბახმუტის დაბომბვა უკვე დაიწყო ძალიან მძიმედ“, - აღნიშნა გუბერნატორმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გუშინ პრეზიდენტ ვლადიმეტ პუტინს განუცხადა, რომ ლუგანსკში „ოპერაცია“ დასრულებულია. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამხედრო ქვედანაყოფებმა „რომლებიც მონაწილეობა მიიღეს აქტიურ საომარ მოქმედებებში და მიაღწიეს წარმატებას, გამარჯვებას“ ლუგანსკში „უნდა დაისვენონ, გაზარდონ თავიანთი საბრძოლო შესაძლებლობები“.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
