უკრაინა სირიასთან ურთიერთობებს წყვეტს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა მიაღწია სირიისგან „დონბასში საოკუპაციო სტრუქტურების თითქოს, სახელმწიფოებად აღიარებას“, უკრაინას სირიასთან არანაირი ურთიერთობა აღარ ექნება. გვიან ღამით გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ სირიაზე სანქციებით ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება.
29 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, ბაშარ ასადის რეჟიმმა აღიარა უკრაინის ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობაც. სირიის სახელმწიფო სააგენტო „სანა“-მ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სირიამ ცნო „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“.
უკრაინის ამ ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა უკრაინაში შეჭრამდე 3 დღით ადრე, 2022 წლის 21 თებერვალს აღიარა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა.
დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარებული აქვთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებებსაც. საქართველოს ამ ორი ტერიტორიის ე.წ. დამოუკიდებლობა სირიამ 2018 წლის მაისში ცნო. საქართველოს სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
