''საქართველოს ახლა პრობლემები აქვს, მაგრამ, გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ ქართველი ხალხი ერთი ოლიგარქის მძევალი იყოს - მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც'' - ოლექსი გონჩარენკო
საქართველოს ახლა პრობლემები აქვს, მაგრამ, გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ ქართველი ხალხი ერთი ოლიგარქის მძევალი იყოს, - ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ევროსაბჭოს სხდომაზე მოუწოდა, კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიენიჭოს.
„ძვირფასო ძმებო, ჩვენ უნდა მხარი დაგიჭიროთ თქვენ და უნდა ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი ევროპაში უნდა იყოს. მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც. მომდევნო კვირაში, NATO-ს სამიტი იქნება და მინდა მივმართო თურქეთს, გთხოვთ, დაუჭირეთ მხარი ფინეთს და შვედეთს. მივმართავ NATO-ს ყველა წევრ სახელმწიფოს, გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ უკრაინას და საქართველოს და მოგვეცით გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (მაპი). ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ", – აღნიშნა გონჩარენკომ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
