"ისტორიული კვირა იწყება"- ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთისგან მტრული აქტივობის გაძლიერებას ელოდება ამ კვირაში, როცა ევროპულმა საბჭომ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
„იწყება მართლაც ისტორიული კვირა, როცა ევროკავშირისგან გავიგებთ პასუხს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის შესახებ. უკვე გვაქვს ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება, კვირის ბოლოს იქნება ევროპული საბჭოს პასუხი“, - განაცხადა გვიან ღამით, ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
მისი შეფასებით, უკრაინა ელოდება 1991 წლიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და მხოლოდ დადებითი პასუხი შეესაბამება მთელი ევროპის ინტერესებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოსალოდნელია, რომ რუსეთი სწორედ ამ კვირაში, საჩვენებლად, სპეციალურად გააძლიერებს მტრულ აქტივობას არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგაც, რისთვისაც მზად არიან და პარტნიორებსაც აფრთხილებენ.
სიახლეები
- ,,2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია"– საია
- ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება
- ,,ტრამპი დასავლეთში ერთადერთია, ვისაც უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზები ესმის"- სერგეი ლავროვი
- ,,უკრაინაში აშშ-ის მიერ კონტროლირებადი არჩევნები მარიონეტული სპექტაკლი იქნება"- მარია ზახაროვა
- საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 697 ათასი ადამიანია
