''ევროპას ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს უარი თქვას რუსეთის ნავთობზე'' - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის ლიდერების მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესების შესახებ შეთანხმების მიღწევას ეხმაურება.
მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდათ გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან სანქციების ბოლო პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ 2 თვის წინ დაწესდა.
ამასთან, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის კომპრომისის მისაღწევად მაქსიმუმი გააკეთა.
„რუსეთმა გაცილებით მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს აგრესიისთვის. საკვანძო პუნქტი, რა თქმა უნდა, ნავთობია. მე მჯერა, რომ ევროპას ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს უარი თქვას რუსეთის ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, რადგან ეს ეხება თავად ევროპელების დამოუკიდებლობას რუსული ენერგიის იარაღად გამოყენების წინააღმდეგ. რაც უფრო მალე მოხდება ეს, რაც უფრო სრული იქნება რუსულ ნავთობზე უარის თქმა, მით უფრო დიდი სარგებელი ექნება საბოლოო ჯამში თავად ევროპას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერები რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესების კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ, რომელიც ნავთობის იმპორტის ორ მესამედზე მეტის აკრძალვას ითვალისწინებს.
სიახლეები
- “საქართველოში ცვლილებების ორი სცენარი არსებობს: არჩევნები და საპროტესტო აქციები, სანამ არჩევნებამდე მიაღწევ” - სალომე ზურაბიშვილი
- “ყველამ, მათ შორის, ევროკავშირმა, უნდა მიბაძოს აშშ-ს და უარი თქვას რადიკალიზმის წაყრუებაზე, წაქეზებაზე და დაფინანსებაზე” - შალვა პაპუაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 სექტემბრისთვის
- ეკვადორის შვიდ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- საფრანგეთი ბიუჯეტის შემცირების გამო მასობრივ საპროტესტო აქციებსა და გაფიცვებს მართავს