''ნიდერლანდების პრემიერს გულწრფელად ვუთხარი: თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენი ადგილი ევროკავშირში არ არის, ამის შესახებ მკაფიოდ უნდა განაცხადოთ'' - ვოლოდიმირ ზელენსკი
მე ძალიან გულწრფელად ვუთხარი: თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენი ადგილი ევროკავშირში არ არის, ამის შესახებ მკაფიოდ უნდა განაცხადოთ,-
აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზისდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან მარკ რუტესთან სატელეფონო საუბრის შესახებ გააკეთა.
ზელენსკის განმარტებით, უკრაინის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას ნიდერლანდების მთავრობის მეთაურმა არაფერი თქვა უკრაინის ევროკავშირში წევრობაზე, რასაც მოჰყვა მათი სატელეფონო საუბარი.
უკრაინის პირველი პირის განმარტებით, სატელეფონო საუბარში მარკ რუტემ დაადასტურა, რომ უკრაინის ადგილი ევროკავშირში არის ,„მაგრამ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გავლა“.
როგორც ნიდერლანდების პრემიერმა ზელენსკისთან საუბარში აღნიშნა, ნიდერლანდების მოსახლეობა მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, პოლიტიკოსებმა კი მხარი უნდა დაუჭირონ მოსახლეობის სწრაფვას. თავის მხრივ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მას ესმის რეფორმების გატარების აუცილებლობა და მზად არის, რომ უკრაინამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. ზელენსკის თქმით, ეს მკაფიო სიგნალი იქნებოდა, რაც ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებოდა.
სიახლეები
- ფოთში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა
- პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- 8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
