''პუტინი გააგრძელებს დონბასის მიწის ღრღნას - ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელების სამხედრო მხარდაჭერა განვაგრძოთ'' - ბორის ჯონსონი
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მხარი დაუჭირა უკრაინაში მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემის გაგზავნას.
„ვფიქრობ, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ მივიძინოთ უკრაინელების წარმოუდგენელი გმირობის გამო, რომლებმაც რუსები კიევის შესასვლელიდან უკუაგდეს“,- განაცხადა ჯონსონმა.
მისი თქმით, პუტინი დონბასში აგრესიას არ შეწყვეტს და ნელ, მაგრამ შესამჩნევ პროგრესს მიაღწევს, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დასავლელმა პარტნიორებმა უკრაინის მხარდაჭერა განაგრძონ.
„ვშიშობ, რომ პუტინი გააგრძელებს დონბასის მიწის ღრღნას, ვშიშობ, რომ განაგრძობს თანდათანობითი, ნელი, მაგრამ შესამჩნევი პროგრესის მიღწევას. ამიტომ, აბსოლუტურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ უკრაინელების სამხედრო მხარდაჭერა“,- აღნიშნა ჯონსონმა.
სიახლეები
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
