"დიდი შვიდეულის" ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ
"დიდი შვიდეულის" ქვეყნების ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ და განაცხადეს, რომ მზად არიან ოფიციალური კიევისთვის საჭიროებისამებრ მეტი გააკეთონ -
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, შეერთებული შტატების, იაპონიის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები მოლაპარაკებებს იმ დროს მართავენ, როცა უკრაინას ნაღდი ფული ელევა.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, შემოგვიერთდნენ უკრაინის გრძელვადიანი აღდგენის მხარდასაჭერად", - ნათქვამია "დიდი შვიდეულის" განცხადებაში.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
