''ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნები ნატო-ს მოკავშირეები არ უნდა იყვნენ'' - მევლუთ ჩავუშოღლუ
თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს ნატოს გაფართოების იდეას, მაგრამ აქვს წუხილი ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ტერორისტულ დაჯგუფებებთან მათი ურთიერთობის გათვალისწინებით, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მევლუთ ჩავუშოღლუმ ბერლინში გამართული ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.
„ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნები არ უნდა იყვნენ ნატო-ს მოკავშირეები“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ და დასძინა, რომ შეხვედრის მონაწილე ოფიციალურ პირებს მიაწოდა ინფორმაცია იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც აღნიშნული ორი ქვეყანა „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ უწევს.
მისი თქმით, ფინეთმაც და შვედეთმაც „უნდა შეწყვიტონ ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერა“ და უზრუნველყონ უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები იმისთვის, რომ ნატო-ს წევრები გახდნენ.
მევლუთ ჩავუშოღლუს მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის ბევრი წევრი მიესალმება ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების იდეას, ისინი ასევე თანხმდებიან, რომ „თურქეთის წუხილი უნდა მოგვარდეს.“
ამასთან, კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელსაც თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ფინეთსა და შვედეთს უყენებს, თურქეთისთვის დაწესებული საექსპორტო აკრძალვების გაუქმებაა.
სიახლეები
- ფოთში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა
- პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- 8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
