აზოვსტალში დაჭრილები მედიკამენტების არქონის გამო იღუპებიან
მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფი ერთ-ერთი უკრაინელი მებრძოლის განცხადებით, დაჭრილები საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან.
''პირობები უბრალოდ საშინელია. დღეს ჰოსპიტალში ვიყავი. ეს არის უზარმაზარი სპორტდარბაზი, რამდენიმე ათეული საწოლით. ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ იატაკზეა. მებრძოლები კიდურების, ხელების, ფეხების გარეშე წვანან. ბევრი მათგანი იღუპება, რადგან ჩვენ ვერ ვუწევთ სამედიცინო დახმარებას. უბრალოდ მედიკამენტები არ არის. რაც შეეხება მძიმე ჭრილობების მქონეებს, მათი გადარჩენა თითქმის შეუძლებელია“, - აღნიშნა უკრაინელმა ჯარისკაცმა.
მისი თქმით, მედიკოსები ოპერაციას ანესთეზიის გარეშე აკეთებენ. ის შეესწრო, როგორ უკეთებდნენ ერთ-ერთი ჯარისკაცს ოპერაციას, რომელსაც ფეხის მძიმე ჭრილობა ჰქონდა:
„მას კბილებში ქამარი ჰქონდა. ანესთეზიის გარეშე იყო და გამგმირავად ყვიროდა“, - აღნიშნა მებრძოლმა.
მისი თქმით, დაზუსტებით არ იცის, არის თუ არა ყველა მშვიდობიანი მოქალაქე კომპლექსიდან ევაკუირებული.
„100%-ით ვერავინ იქნება დარწმუნებული. მოდით ვთქვათ, რომ ჩვენ გამოვიყვანეთ ის მშვიდობიანი მოქალაქეები, რომელთა შესახებაც ვიცოდით. სადღაც ისინი შეიძლება იყვნენ ნანგრევების ქვეშ, სადღაც ბუნკერებში. ამიტომ, 100%-ით დარწმუნებული ვერავინ იქნება“, - აღნიშნა დონეცკის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, რომელიც „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე იმყოფება.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
