რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მომხრე არ არის
თურქეტის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მომხრე არ არის.
„თვალყურს ვადევნებთ შვედეთთან და ფინეთთან დაკავშირებით მოვლენებს, მაგრამ არ გვაქვს პოზიტიური შეხედულებები“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მედიასთან საუბრისას.
მან ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს მხრიდან ჯერ კიდევ საბერძნეთის ალიანსში მიღება იყო შეცდომა.
„თურქეთის მხრიდან ჩვენ არ გვინდა მსგავსი შეცდომის გამეორება. მეტიც, სკანდინავიის ქვეყნები სასტუმრო სახლებივითაა ტერორისტული ორგანიზაციებისთვის. ზოგიერთ ქვეყანაში პარლამენტის წევრებიც კი არიან. ჩვენთვის შეუძლებელია, ვიყოთ ამის მომხრე“, – განაცხადა ერდოღანმა.
ცნობისთვის, როგორც მედია წერს, შვედეთმა და ფინეთმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე უარი განაცხადეს საკუთარ მრავალწლიან ნეიტრალურ სტატუსზე და ალიანსში გაწევრიანება გადაწყვიტეს. ოფიციალური განაცხადი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უახლოეს მომავალში წარედგინება.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
