"10 ათასობით უკრაინელმა სიცოცხლით გადაიხადა ევროპული არჩევანისთვის, არა თამაშის ახალი სერიისთვის"
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის“ მიერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ალტერნატივის შექმნის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს აკრიტიკებს.
„უსიამოვნების არ შემჩნევა ცუდი თამაშის დროს – ასე გამოიყურება ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების სიმბოლური ფორმატებით შეცვლასთან დაკავშირებით. ათი ათასობით უკრაინელმა საკუთარი სიცოცხლით გადაიხადა ევროპული არჩევანისთვის, არა Thimbles-ს თამაშის ახალი სერიისთვის. უკრაინამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს“, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.
გუშინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას წლები დასჭირდება, ამიტომ, ის გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას ალტერნატივა - „ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა“, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას და ევროკავშირის სხვა არაწევრ ქვეყნებს შეუერთდნენ „ძირითად ევროპულ ღირებულებებს“.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
