''მარიუპოლის სამხედრო გზით განბლოკვა ახლა შეუძლებელია'' - ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება საკითხის გადაწყვეტას დიპლომატიური გზით ცდილობს.
ზელენსკის განცხადებით, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან სამხედროების გამოყვანისთვის მომლაპარაკებლები მოწვეულნი არიან თურქეთიდან, ისრაელიდან და შვეიცარიიდან, თუმცა საკითხის მოგვარებას ასევე ცდილობენ საფრანგეთი, გაერო და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.
„სამხედრო გზით ქალაქ მარიუპოლის განბლოკვა შეუძლებელია. დღეს ეს შეუძლებელია. ჩვენ ღიად ვისაუბრეთ ამაზე. უკრაინას არ აქვს ისეთი მძიმე იარაღი, რომ მარიუპოლი სამხედრო გზით განბლოკოს. დიპლომატიურმა გზამ გამოიწვია ის, რომ დღეს მშვიდობიანი მოქალაქეები გამოიყვანეს ბლოკირებული „აზოვსტალის“ ქარხნიდან. რუს სამხედროებს, რუსეთის არმიას, არმიის ხელმძღვანელობას და რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არ სურთ ჩვენი სამხედროების გათავისუფლება. რუსეთი ცვლის სამხედროებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ტყვეები არიან. აი, ასეთი სიტუაციაა. ეს არის რუსეთის ფედერაციის პასუხი. სხვა პასუხები არ არსებობს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ლეგიონ „აზოვის“ დაზვერვის ოფიცერმა ილია სამოილენკომ ონლაინბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობამ ვერ მოახერხა მარიუპოლის დაცვა. „ჩვენ ველოდებით ხისტ ქმედებებს ცეცხლის რეალური შეწყვეტისთვის“, – აღნიშნა ლეგიონის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარმა. მისივე თქმით, სჭირდებათ არა შექება, არამედ სამართლიანობა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
