აშშ-ის ელჩის განცხადებით, რუსეთი დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ანექსიას მაისის შუა რიცხვებამდე შეეცდება
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში აშშ-ის ელჩის თქმით, აშშ-ს აქვს სანდო სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის სეპარატისტების მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ანექსიას ,,მაისის შუა რიცხვებში" შეეცდება.
მისი თქმით, რუსეთი ხერსონის ანექსიასაც ეცდება.
,,ანგარიშებში ნათქვამია, რომ რუსეთს, რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების გეგმები მაისის შუა რიცხვებში აქვს. მოსკოვი მსგავს გეგმას ხერსონთან დაკავშირებითაც განიხილავს", - განაცხადა ელჩმა მაიკლ კარპენტერმა, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
