დანია უკრაინას ჯავშანტრანსპორტიორებსა და ნაღმტყორცნებს გადასცემს
დანია უკრაინას ჯავშანტრანსპორტიორებსა და ნაღმტყორცნებს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები დანიისგან მიიღებს 25 Piranha III ბორბლიან ჯავშანტრანსპორტიორს, რომლებიც შვეიცარიულმა კომპანია Mowag-მა შექმნა. თავად დანია Piranha III-ის შეცვლას Piranha V-ით აპირებს. უკრაინა ასევე მიიღებს 50 M113 G3 DK ტიპის ჯავშანტრნსპორტიორს.
გარდა ამისა, დანია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს M10 ტიპის მძიმე ნაღმტყორცნებსა და მასთან ერთად ათასობით ჭურვს გადასცემს.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
