"ნანგრევების ქვეშ გვამების ხრწნის, სასმელი წყლისა და საკვების კატასტროფული დეფიციტის გამო, არსებობს ქოლერის, დიზენტერიისა და ნაწლავის ჩხირის გავრცელების საშიშროება"
უკრაინის ქალაქ მარიუპოლის საკრებულოში აცხადებენ, რომ ქალაქი ეპიდემიების მიმართ დაუცველია იმის გათვალისწინებით, რომ სანიტარული პირობები შემაძრწუნებელია და ათასობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი.
კერძოდ, საკრებულოს განმარტებით, არსებობს ქოლერის, დიზენტერიისა და ნაწლავის ჩხირის გავრცელების საშიშროება.
საკრებულოში აცხადებენ, რომ მოსახლეობას აუტანელ პირობებში უწევს ცხოვრება, რომელიც, ტემპერატურის მატებასთან ერთად კიდევ უფრო უარესება.
„ჰაერის ტემპერატურამ უკვე 20 გრადუსს მიაღწია. ასე რომ, ძლიერი და მომაკვდინებელი ეპიდემიები შეიძლება მალე გავრცელდეს ქალაქში - ცენტრალიზებული წყალმომარაგებისა და სანიტარული სისტემის არარსებობის, ნანგრევების ქვეშ ათასობით გვამის ხრწნის და სასმელი წყლისა და საკვების კატასტროფული დეფიციტის გამო,“- აცხადებენ საკრებულოში.
მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, ოკუპანტები ვერ უზრუნველყოფენ მოსახლეობას საკვებით, წყლით და მედიკამენტებით, ან უბრალოდ არ არიან დაინტერესებული ამით.
„ისინი ბლოკავენ ევაკუაციის ყველა მცდელობას. ამის გარეშე ხალხი დაიღუპება. საჭიროა სასწრაფო და სრული ევაკუაცია“,- აღნიშნა მერმა.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
