დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ მოლდოვა უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს
მოლდოვამ დნესტრისპირეთის რეგიონში აფეთქებების სერიის შემდეგ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მოუწოდა მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე მას შემდეგ, რაც უკრაინის მოსაზღვრე რეგიონში მომხდარმა აფეთქებებმა რუსეთთან კონფლიქტის შიში გააჩინა.
მოლდოვას უმაღლესი უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ საუბრისას სანდუმ აფეთქებები მიაწერა "დნესტრისპირეთის სხვადასხვა ჯგუფებს შორის შიდა უთანხმოებებს, რომლებსაც სიტუაციის დესტაბილიზაციის ინტერესი აქვთ".
საბჭომ რეკომენდაცია გაუწია სახელმწიფო უწყებებს გააძლიერონ პატრულირება დნესტრისპირეთის ბუფერულ ზონასთან და შემოწმებები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
სიახლეები
- საფრანგეთი ბიუჯეტის შემცირების გამო მასობრივ საპროტესტო აქციებსა და გაფიცვებს მართავს
- უკრაინაში დაადასტურეს დარტყმა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე
- აფეთქებები ვოლგოგრადში და კიევის ოლქში - რუსეთი და უკრაინა დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან
- პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა