საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონს ამომრჩეველთა 58,5 პროცენტმა დაუჭირა მხარი
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების დათვლის შემდეგ ემანუელ მაკრონს უბნებზე მისული ამომრჩეველთა 58,5 პროცენტმა დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემებით, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს ხმების 41,4 პროცენტი აქვს.
საფრანგეთის პრეზიდენტს 18 მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა, მარინ ლე პენმა კი 13 მილიონზე მეტი ხმა მიიღო.
არჩევნებზე აქტივობა 65 პროცენტი იყო.
ემანუელ მაკრონი საფრანგეთს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
