ნიდერლანდები უკრაინაში მძიმე საბრძოლო ტექნიკას, მათ შორის ჯავშანტექნიკას გაგზავნის
ნიდერლანდები უკრაინაში მძიმე საბრძოლო ტექნიკას, მათ შორის ჯავშანტექნიკას გაგზავნის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.
ნიდერლანდების მთავრობის მეთაურის თქმით, მან გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის.
„ჩემი და თავდაცვის მინისტრის უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბარში გამოვთქვით მხარდაჭერა რუსეთის განახლებული შეტევის ფონზე. ნიდერლანდები გადასცემს უკრაინას მძიმე ტექნიკას, უფრო კონკრეტულად ჯავშანტექნიკას. მოკავშირეებთან ერთად ჩვენ განვიხილავთ მძიმე ტექნიკის დამატებით მიწოდების შესაძლებლობას“,- განაცხადა რიუტემ.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
