რუსულმა თვითმფრინავმა ევროპიდან გამოძევებული დიპლომატების დასაბრუნებლად, შემოვლითი გზით 15 000 კილომეტრზე მეტი იფრინა - მედია
საბერძნეთიდან და ესპანეთიდან გამოძევებული რუსი დიპლომატების რუსეთში დასაბრუნებლად მოსკოვიდან გაგზავნილი თვითმფრინავი იძულებული იყო შემოვლითი გზით 15 000 კილომეტრზე მეტი ეფრინა, - შესაბამისი ინფორმაცია ვებგვერდ FlightRadar24-ზეა განთავსებული.
„მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთმა და საბერძნეთმა ერთჯერადი გამონაკლისი დაუშვეს თვითმფრინავის თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლისთვის, ფრენა შესრულდა იმ ქვეყნების შემოვლით, რომლებიც ინარჩუნებენ აკრძალვას რუსეთის რეისებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ფრენის მთლიანი სიგრძე იყო 15 163 კმ იყო.
„ფრენის მთლიანი სიგრძე იყო 15 163 კმ იყო. სინგაპურ-ნიუ-იორკის მსოფლიოს ყველაზე გრძელ რეისზე ცოტათი ნაკლები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
