''ომის სწრაფად დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის შეიარაღება ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დაწესებით რუსეთის „სისხლისგან დაცლაა'' - მიხაილო პოდოლიაკი
ომის სწრაფად დასრულების ერთადერთი გზა - უკრაინის შეიარაღება და ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დაწესებით რუსეთის სისხლისგან დაცლაა,
- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.
მისივე თქმით, ომი უკრაინაში შეიძლება გაიწელოს, რაც გამოიწვევს სასურსათო კრიზისს მთელ მსოფლიოში.
„უკრაინაში გაწელილმა ომმა შეიძლება გამოიწვიოს სასურსათო კრიზისი მთელ მსოფლიოში. ამის შესახებ წამყვანი ანალიტიკოსები საუბრობენ. ომის სწრაფად დასრულების ერთადერთი გზა - უკრაინის შეიარაღება და ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დაწესებით რუსეთის სისხლისგან დაცლაა. ვინც არჩევს თვალი დახუჭოს ომზე იქიდან გამომდინარე, რომ ეშინია ფასების ზრდის, მიიღებს ერთსაც და მეორესაც“,- განაცხადა პოდოლიაკმა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
