რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედროების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ბრძოლაზე უარი განაცხადა - უკრაინის შეიარაღებული ძალები
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლის შედეგად განცდილი მნიშვნელოვანი დანაკარგის შემდეგ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედროების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ე.წ. „სპეციალურ ოპერაციაში“ მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
„არსებული ინფორმაციით, შავი ზღვის ფლოტის 126-ე სანაპირო დაცვის ბრიგადის დანაკარგები 75%-ს აღწევს. შავი ზღვის ფლოტის 810-ე ცალკეულმა ბრიგადამ დაკარგა 158 სამხედრო მოსამსახურე, 500-მდე დაიჭრა, 70 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. ამ ბრიგადების სამხედრო მოსამსახურეების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ დაწერა მოხსენებები, ე.წ. „სპეციალურ ოპერაციაში“ მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ“,- ნათქვამია გენერალური შტაბის ინფორმაციაში.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
