"მშვიდობა ჰქონდეს უკრაინას, რომელიც ასე იტანჯება სასტიკი, უაზრო ომით გამოწვეული ძალადობითა და განადგურებით"
რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ 100 ათასს ადამიანს ტრადიციულად მიმართა, რა დროსაც უკრაინაზეც ისაუბრა და ქვეყნის მოსახლეობას მშვიდობა უსურვა.
რომის პაპის თქმით, უკრაინა იტანჯება ძალადობითა და განადგურებით, რომელიც გამოწვეულია სასტიკი, უაზრო ომით, რაშიც ის არის ჩათრეული.
„ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი სისხლი, ძალიან ბევრი ძალადობა. ჩვენი გულიც სავსე იყო შიშითა და ტანჯვით, რადგან უამრავ ჩვენს და-ძმას მოუწია თავის შეფარება დაბომბვისგან თავდასაცავად. დაე, მშვიდობა ჰქონდეს ომით განადგურებულ უკრაინას, რომელიც ასე იტანჯება ძალადობითა და განადგურებით სასტიკი, უაზრო ომის, რომელშიც ის არის ჩათრეული.
დაე, იყოს გადაწყვეტილება მშვიდობის შესახებ, დაე, დასრულდეს კუნთების თამაში, როდესაც ადამიანები იტანჯებიან“, – განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ და მადლობა გადუახადა მათ, ვინც უკრაინელი ლტოლვილები შეიფარა.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
