"დონბასისთვის ბრძოლა ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობისაა"
დონბასისთვის ბრძოლა ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობისაა, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ზელენსკი ამბობს, უკრაინას დონბასში ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო ნაწილები ჰყავს დისლოცირებული.
„რუსეთს სურს ჩვენი სამხედრო ძალების ალყაში მოქცევა და განადგურება. საუბარია, 40 ათასზე მეტ ადამიანზე, პროფესიონალ სამხედროზე, რომლებმაც 2014 წლიდან დიდი ომი გადაიტანეს. ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი არმიის ამ ნაწილის შენარჩუნება. ამიტომ, ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ რუსებმა წინ წაიწიონ ამ ბრძოლაში, ვერ გეტყვით რამდენ ხანს გაგრძელდება ის, შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს ომის კურსზე. ჩვენ ვერ ვენდობით რუსეთის ხელმძღვანელობას და არმიას. ის ფაქტი, რომ ისინი მოვიგერიეთ და რომ ისინი გარბოდნენ კიევიდან, ჩერნიგოვიდან, სულაც არ ნიშნავს, რომ დონბასის დაპყრობის შემთხვევაში, ისინი არ დაბრუნდებიან კიევში. ამიტომ, ამ ბრძოლის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ