"უკრაინაში 870 ათასი ადამიანი დაბრუნდა"- გაერო
უკრაინაში 870 ათასი ლტოლვილი დაბრუნდა, რომლებმაც ქვეყანა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დატოვეს. ყოველდღიურად ქვეყანაში 30 ათასი ადამიანი ბრუნდება.
ამის შესახებ ინფორმაციას გაერო სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაერო-ში განაცხადეს, რომ ლტოლვილთა მასობრივი დაბრუნება უკრაინაში ჰუმანიტარულ პრობლემებს ამძიმებს.
ორგანიზაციის ცნობით, ომის დაწყების დღიდან საკუთარი სახლი 11,7 მილიონმა უკრაინელმა დატოვა: 4,6-მა მილიონმა ქვეყანა დატოვა, 7,1 კი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.
გაეროს პროგნოზით, იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც უკრაინაში დაბრუნდება, სულ უფრო მეტად გაიზრდება.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ