"ყოველდღიურად ვპოულობთ ცხედრებს ეზოებში, ქუჩებში, სამალავებში" - ბუჩას მერი
ქალაქ ბუჩას მერი ანატოლი ფედერიუკი აცხადებს, რომ ქალაქში ყოველდღიურად იზრდება მსხვერპლთა რაოდენობა.
ქალაქის მერის თქმით, თითქმის ყველა ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.
„გუშინ საღამოს მონაცემებით, 320 სამოქალაქო პირია ნაპოვნი. ახლა ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ყოველდღიურად ვპოულობთ ცხედრებს ეზოებში, ქუჩებში, სამალავებში. პრაქტიკულად 90 პროცენტი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული და არა სარაკეტო იერიშის დროს“, – განაცხადა ქალაქის მერმა.
უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ ბუჩაზე კონტროლი რამდენიმე დღის წინ აღადგინეს. უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
