"უკრაინის არმიამ აჩვენა, რომ ვიცით, როგორ ვიბრძოლოთ იარაღის გარეშე"
რაც უფრო მეტ იარაღს მივიღებთ და რაც უფრო სწრაფად ჩამოვა ის უკრაინაში, მით მეტი სიცოცხლე გადარჩება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ნატო-ს მინისტერიალის დაწყების წინ განაცხდა.
როგორც კულებამ აღნიშნა, ბრიუსელში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
„ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად და მოკავშირეებთან ორმხრივი შეხვედრების გასამართად ჩამოვედი. ჩემი დღის წესრიგი მარტივია. იქ მხოლოდ სამი პუნქტია, ეს არის იარაღი, იარაღი და იარაღი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინის დახმარების საუკეთესო გზა ახლა ყველა იმ აუცილებლობით უზრუნველყოფაა, რაც საჭიროა პუტინის შესაჩერებლად და რუსეთის არმიის დასამარცხებლად უკრაინაში. ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის არმიამ აჩვენა, რომ ჩვენ ვიცით, როგორ ვიბრძოლოთ, როგორ გავიმარჯვოთ, თუმცა იარაღის გარეშე. ამ გამარჯვებას თან უზარმაზარი მსხვერპლი სდევს. რაც უფრო მეტ იარაღს მივიღებთ და რაც უფრო სწრაფად ჩამოვა ის უკრაინაში, მით მეტი სიცოცხლე გადარჩება, ქალაქები და დასახლებები არ განადგურდება და აღარ იქნება მეტი ბუჩა. ეს არის ჩემი გზავნილი. მოვუწოდებ ყველა მოკავშირეს, გვერდით გადადონ მერყეობა და მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც სჭირდება, რადგან დღეს იარაღი მშვიდობის მიზანს ემსახურება. როდესაც საქმე ეხება უკრაინას, არ უნდა იყოს განსხვავება თავდაცვით და შეტევით იარაღს შორის, რადგან ყველა იარაღი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გამოიყენება უკრაინის არმიის მიერ აგრესორის წინააღმდეგ, თავდაცვითია თავისი მნიშვნელობით. ეს განსხვავება თავდაცვითსა და შეტევითს შორის აზრს მოკლებულია, როდესაც ჩემს ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეხება საქმე“, – განაცხადა კულებამ.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
