მარიუპოლში სამხედრო გზით ბლოკადის გარღვევა ამ დროისთვის ძალიან რთულია და იქ მყოფ ჩვენ ჯარისკაცებს ეს ესმით - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მარიუპოლში სამხედრო გზით ბლოკადის გარღვევა ამ დროისთვის ძალიან რთულია.
როგორც ზელენსკი აცხადებს, პირველ რიგში აუცილებელია დაჭრილი და დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების გაყვანა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არსებობს შეთანხმებები თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან იმის თაობაზე, რომ გარდაცვლილ და დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებს სახმელეთო გზით ბერდიანსკში გაიყვანენ, იქიდან კი ზღვით.
"მარიუპოლის დეოკუპაცია სამხედრო გზით ამ ეტაპზე ძალიან რთულია და ჩვენ ჯარისკაცებს იქ ეს ესმით. ჩვენ მათთან ვკონტაქტობთ თითქმის ყოველდღე", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ ევაკუაციისთვის უკრაინაში ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა უკვე მომზადებულია, რჩება მხოლოდ პუტინის თანხმობის მიღება.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
