"რუსეთის ქმედება არის გენოციდი, მთელი ერის და ხალხის მკვლელობა"
რუსეთის ქმედება არის გენოციდი, მთელი ერის და ხალხის მკვლელობა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინაში ჩადენილი სასტიკი ქმედებისთვის არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, არამედ უნდა დაისაჯოს ყველა სამხედრო მეთაური, ვინც ბრძანებებს გასცემს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, შეუძლებელია კანონის ან აღკვეთის ღონისძიების დასახელება, რომელიც ადეკვატური იქნებოდა დამნაშავეებისთვის.
„ზურგს უკან ხელებშეკრულ და თავმოჭრილ ადამიანებს როდესაც ვპოულობთ, ასეთი რაღაცები არ მესმის. ბავშვები მოკლეს და აწამეს. ამ კრიმინალებისთვის მხოლოდ მოკვლა საკმარისი არ იყო. შეიძლება, ოქროს ან სარეცხი მანქანების წაღება უნდოდათ და კლავდნენ, მაგრამ ასევე აწამებდნენ. ჩვენ უკრაინის მოქალაქეები ვართ. ჩვენ გვყავს 100-ზე მეტი ეროვნება. საუბარია ყველა ამ ეროვნების განადგურებაზე. ჩვენ ვართ უკრაინის მოქალაქეები და არ გვინდა, დავემორჩილოთ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვანადგურებენ და ეს ხდება 21-ე საუკუნის ევროპაში. ასე რომ, ეს არის მთელი ერის წამება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.
სიახლეები
- "ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა, რასაც ევროკომისიის ობიექტური კვლევა აჩვენებს, მაგრამ ფოტიგები, კუბილიუსები, „რაისა - კომუნისტკები“ საქართველოს ამუნათებენ, რატომ?"
- "ისე როგორ მოხდა, რომ ძირითადად „ჯენზის“ მოწამვლის გასაპროტესტებლად, „ჯენზი“ თითქმის არ მივიდა" - მიხეილ სააკაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 დეკემბრისთვის
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
