მარიუპოლის დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა სულ მცირე 10 მილიარდი დოლარი დაჯდება
მარიუპოლის საკრებულოს შეფასებით, ქალაქის დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე ინტენსიური დაბომბვის შედეგია, სულ მცირე 10 მილიარდი დოლარი დაჯდება.
ამავე ინფორმაციით, ეს არის წინასწარი შეფასება, რადგან რუსეთთან ომი კვლავ გრძელდება.
“აგრესორის მიერ ჩადენილი ყოველი დანაშაული, ყოველი მკვლელობა და განადგურება უნდა დაფიქსირდეს და გადაეცეს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს“, - განაცხადა ქალაქ მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ.
როგორც მედია აღნიშნავს, სატელიტურ ფოტოებზე აღბეჭდილია განადგურებული მარიუპოლი, სადაც საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები და საავადმყოფოები რუსული ავიაიერიშების შედეგად მთლიანად დანგრეულია. გარდა ამისა, ათასობით ადამიანი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი, ხოლო ჰუმანიტარული კოლონები ქალაქამდე მისასვლელად იბრძვიან.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
