დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში კიევთან მძიმე ბრძოლებია მოსალოდნელი
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში კიევთან მძიმე ბრძოლებია მოსალოდნელი. აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი.
„შეზღუდული რაოდენობის ქვედანაყოფების გაყვანის მიუხედავად, რუსეთის ძალები აგრძელებენ პოზიციების დაკავებას კიევის აღმოსავლეთით და დასავლეთით. მომდევნო დღეებში, ქალაქის გარეუბნებში სავარაუდოდ მძიმე ბრძოლები გაიმართება“, – ნათქვამია დაზვერვის ანგარიშში.
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით,რუსეთის განცხადების მიუხედავად, ჩერნიგოვთან სამხედრო აქტივობის შემცირებასთან დაკავშირებით, კვლავ გრძელდება ძლიერი დაბომბვები და სარაკეტო დარტყმები.
ამასთან, ძალოვანი უწყების ცნობით, ქალაქ მარიუპოლში კვლავ გრძელდება მძიმე ბრძოლები, რომლის დაკავება რუსეთის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენ, თუმცა უკრაინის ძალები ჯერ კიდევ აკონტროლებენ ქალაქის ცენტრს.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
