რუსების მიერ გატაცებული რამდენიმე მერი მოკლული ვიპოვეთ - ვოლოდიმირ ზელენსკი
რუსები იტაცებენ ჩვენი ქალაქების მერებს, ზოგიერთ მათგანს ვერ ვპოულობთ, ზოგიერთი უკვე ვიპოვეთ და ისინი მოკლულები არიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Economist-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით,ზოგიერთი მათგანი კი ოკუპანტებმა ჩაანაცვლეს.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პუტინისთვის ძალა ძალადობას ნიშნავს. მისი თქმით, რუსეთის არმია ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმავე მეთოდებს იყენებს, რაც დონბასში 2014 წელს გამოიყენა.
„ჩვენ გვჯერა გამარჯვების. სხვა რამის დაჯერება შეუძლებელია. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ეს არის ჩვენი სახლი, ჩვენი მიწა, ჩვენი დამოუკიდებლობა. ეს მხოლოდ დროის საკითხია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყნის გამარჯვება დამოკიდებულია არა მხოლოდ უკრაინელების საბრძოლო სულისკვეთებაზე, არამედ დასავლეთის მხარდაჭერაზეც. ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ტანკები, ჯავშანტექნიკა და სამხედრო თვითმფრინავები ახლა სჭირდება.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
